კატეგორიები



მთავარი გვერდი პროექტები პრიორიტეტები ბიბლიოთეკა მედია
პარტნიორები









სპონსორები









Facebook



მთავარი » PR-ის ელემენტები პოლიტიკური ლიდერის ცხოვრებაში
PR-ის ელემენტები პოლიტიკური ლიდერის ცხოვრებაში
 
"მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი"-სა და "ახალგაზრდული პოლიტიკური კლუბი"-ს ინიციატივით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - "PR-ის ელემენტები პოლიტიკური ლიდერის ცხოვრებაში".
 
 
პროექტი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი ახალგაზრდების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში ჩართვა და ლიდერული უნარ-ჩვევების წარმოჩენა იყო. PR-ის ტექნოლოგიებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ ლიდერობის მოკლე კურსი, რომელსაც "ლიდერთა კლუბი"-ს პრეზიდენტი ლაშა თაკალანძე უძღვებოდა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო პოლიტოლოგი ვაჟა შუბითიძე.
 
გარდა თემატური მნიშვნელობისა, პროექტი სხვა ასპექტებითაც გამორჩეული იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის, მომავალ დიპლომატთა კლუბისა და სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა ასეულს აჭარბებდა, თუმცა, პროექტის ფორმატიდან გამომდინარე, შეირჩა მხოლოდ 25 საუკეთესო მონაწილე.
 
ღონისძიების მხარდამჭერი იყო "თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი", "ლიდერთა კლუბი" და "განათლების და მართვის გუნდი" (EMT).
 
პროექტის ბოლოს EMT-ის (განათლების და მართვის გუნდი) ოფისში სტუდენტებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. (ბმული)
 
 







ტელ: +995 574 777 889
ტელ: +995 558 309 300
E-mail: contact.sydc@gmail.com
საიტის რუკა


  


გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები