კატეგორიები



მთავარი გვერდი პროექტები პრიორიტეტები ბიბლიოთეკა მედია
პარტნიორები









სპონსორები









Facebook



მთავარი » პროექტ "იდეოლოგიურად განვითარებული პოლიტიკის" გამარჯვებული გამოვლინდა
პროექტ "იდეოლოგიურად განვითარებული პოლიტიკის" გამარჯვებული გამოვლინდა
 

14-15-16 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობით პროექტი სახელწოდებით: "იდეოლოგიურად განვითარებული პოლიტიკა" გაიმართა. 

პროექტში ჩართული იყვნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები. მონაწილეები, ელექტრონული აპლიკაციის შევსების საფუძველზე შეირჩნენ და სამი დღის განმავლობაში ლექცია-სემინარების საშუალებით, პოლიტიკური იდეოლოგიების შესახებ იღებდნენ ინფორმაციას.

ზოგადი მემარცხენეობისა და სოციალისტური პრინციპების შესახებ სემინარებს უძღვებოდა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი: ლევან ლორთქიფანიძე.  თემაზე ლიბერალიზმი ლექცია წაიკითხა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, თამარ ქუფარაშვილმა, ხოლო ზოგადი მემარჯვენეობისა და კონსერვატორული პრინციპების შესახებ მოხსენება გააკეთა, თორნიკე მეშველიანმა. 

სალექციო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს დაევალათ რეპორტების დაწერა და მისი საშუალებით, თავიანთი იდეოლოგიური ხედვების ჩამოყალიბება. გამომდინარე აქედან, გამოვლინდა საუკეთესო რეპორტის ავტორი, ვისაც პროექტის სპონსორის, ტურისტული კომპანია "შატილი ტური"-ს პრიზი "ორდღიანი უფასო მოგზაურობა და დასვენება შატილში" გადაეცემა.

პროექტის გამარჯვებული 63-ე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ სეფიაშვილი გახდა.








ტელ: +995 574 777 889
ტელ: +995 558 309 300
E-mail: contact.sydc@gmail.com
საიტის რუკა


  


გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები