კატეგორიები



მთავარი გვერდი პროექტები პრიორიტეტები ბიბლიოთეკა მედია
პარტნიორები









სპონსორები









Facebook



მთავარი » იდეოლოგიურად განვითარებული პოლიტიკა
იდეოლოგიურად განვითარებული პოლიტიკა
 
 
1-2 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობით პროექტი: "იდეოლოგიურად განვითარებული პოლიტიკა" გაიმართა. 
 
პროექტი იყო ორ ეტაპიანი და იგი წარმოადგენდა მომდევნო პროექტის საფუძველს. მასში ჩართული იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. მონაწილეები თავიანთი ინტერესის საფუძველზე, ელექტრონული აპლიკაციის შევსების შედეგად შეირჩნენ და ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეულ ლექტორებთან ინტენსიური სწავლების კურსს გადიოდნენ.
 
პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს დაევალებათ რეპორტების დაწერა და მისი საშუალებით, თავიანთი იდეოლოგიური ხედვების  ჩამოყალიბება. გამომდინარე აქედან, პროექტის ფარგლებში თითოეული იდეოლოგიური  ჯგუფიდან შეირჩა 2-2 საუკეთესო მონაწილე, რომლებმაც მეორე ეტაპზე იდეოლოგიის ფუნდამენტური საკითხები მოსწავლეებს გააცნეს.  
 
ორივე ეტაპის დასრულების შემდგომ, არჩვენების (ფარული კენჭისყრა) შედეგად, შეირჩა საუკეთესო ლექტორი-სტუდენტი, რომელსაც პროექტის სპონსორის, ტურისტული კომპანია "შატილი ტური"-ს პრიზი "სამდღიანი უფასო მოგზაურობა და დასვენება შატილში" გადაეცა. 
 







ტელ: +995 574 777 889
ტელ: +995 558 309 300
E-mail: contact.sydc@gmail.com
საიტის რუკა


  


გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები