კატეგორიები



მთავარი გვერდი პროექტები პრიორიტეტები ბიბლიოთეკა მედია
პარტნიორები









სპონსორები









Facebook



მთავარი » ახალგაზრდების თვალით დანახული პოლიტიკა, - იდეოლოგიებიდან სახელმწიფო ინსტიტუტებამდე
ახალგაზრდების თვალით დანახული პოლიტიკა, - იდეოლოგიებიდან სახელმწიფო ინსტიტუტებამდე
 
 
მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობით პროექტი: "ახალგაზრდების თვალით დანახული პოლიტიკა, - იდეოლოგიებიდან სახელმწიფო ინსტიტუტებამდე" გაიმართა. 
 
ღონისძიება სამი დღის განმავლობაში მინდინარეობდა და მის ფარგლებში განხილულ იქნა ექვსი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოს უახლოესი წარსულისა და არსებული რეალობის გათვალისწინებით, მოწვეულმა სტუმრებმა მოკლედ განიხილეს ორი იდეოლოგია: სოციალიზმი და ლიბერალიზმი. პროექტის მიმდინარეობისას, ასევე, განხილულ იქნა საარჩევნო სისტემები და ქართული რეალობა. ერთი ლექცია დაეთმო გადასახადებს, მათ ტიპებსა და მნიშვნელობას. ღონისძიების ფორმატში, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხზე, როგორიცაა ახალგაზრდების როლი და მათი ჩართულობის მნიშვნელობა პოლიტიკაში. პროექტის დასასრულს, თსუ-ს სტუდენტმა, თენგო სულთანიშვილმა ამერიკული დემოკრატიისა და მისი არსის შესახებ ისაუბრა.
 
პროექტში მოწვეულნი იყვნენ: თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი, ნარინჯისფერი კლუბის წევრი და თსუ-ს სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო მდივანი და ილიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი გიგა ჭკადუა. მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი"-ს მიერ ოგანიზებული პროექტის "იდეოლოგიურად განითერებული პოლიტიკა"-ს გამარჯვებული და შემდგომში ორგანიზაციის წევრი თამარ ქუფარაშვილი. აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ბაფის" უფროსი აუდიტორი აბესალომ ქოროღლიშვილი.
 
"ახალგაზრდების თვალით დანახული პოლიტიკა, - იდეოლოგიებიდან სახელმწიფო ინსტიტუტებამდე" პირველი პროექტი იყო, რომელმაც მედია საშუალებების ყურადღება მიიპყრო და იგი სათანადო ფორმით გაშუქდა. (ბმული)
 
 







ტელ: +995 574 777 889
ტელ: +995 558 309 300
E-mail: contact.sydc@gmail.com
საიტის რუკა


  


გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები